logo_geo
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა
- +

9 ივნისი. 2019. 20:06

 

 

მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში ხმის მიცემა დასრულდა. აღნიშნულ ოლქში სულ 31 უბანი ფუნქციონირებდა, რომლებიც 20:00 საათზე დაიხურა.

 

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

 

მთაწმინდელებმა დღეს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი აირჩიეს. შუალედური არჩევნების მეორე ტურში ორმა კანდიდატმა - #13 შალვა შავგულიძემ და #41 ვლადიმერ კახაძემ მიიღეს მონაწილეობა.

 

 

big_banner
არქივი