logo_geo
გიორგი გახარია: ღიმილისმომგვრელია, როდესაც ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა არგუმენტი არ გააჩნია
- +

9 ივნისი. 2019. 20:30

 

 

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

 

„მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება თუ არა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შს მინისტრი ასევე გამოეხმაურა ოქროყანაში გიგა ბოკერიას განცხადებას, შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით.

 

„ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს“, - აღნიშნა გახარიამ.

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“ მიმდინარეობს. როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“.

 

 

big_banner
არქივი