logo_geo
გიორგი გახარია არჩევნებზე სავარაუდო დარღვევებზე: სადაც კანონი დაირღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი!
- +

9 ივნისი. 2019. 20:32

 

 

„იქ სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, წერტილი!“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის არჩევნების მეორე ტურზე მომხდარი სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.

 

„იქ სადაც მოხდება კანონის დარღვევა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად. წერტილი! ეს არის ყველაზე მთავარი. იქ, სადაც იქნება კანონის დარღვევა ან გადაცდომა, მცირეოდენი, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება მყისიერი, ისეთივე, როგორც რამდენიმე უბანზე დღეს უკვე მოხდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მინისტრის თქმით, იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის შემადგენლობა გამოიკვეთა და ამჟამად მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი.

 

„იყო ერთი შემთხვევა, სადაც მუქარის შემადგენლობა იყო და წინასწარი მოკვლევა მიმდინარეობს, ადამიანები უკვე იკითხებიან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი