logo_geo
ლადო კახაძე: რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო
- +

10 ივნისი. 2019. 00:05

 

 

რამდენადაც ვიცი, არჩევნების წინასწარი მონაცემები არის ჩემთვის საიმედო“, – ამის შესახებ მთაწმინდაზე „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

მივესალმები აქტიურობას და ყველა ადამიანს დიდ მადლობას ვუხდი, რომ დღეს შეწუხდა, მობრძანდა და თავისი აზრი დააფიქსირა. დაველოდოთ, როგორი იქნება საბოლოო ვერდიქტი. ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატივცემულო იყო ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი საჯარო სივრცეში ყოველგვარი წესების დაცვით მოხდა. ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისი პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით ნელა-ნელა, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და შემდგომი არჩევნებიც ამაზე უკეთესი. ჯერ არ გავცნობივარ წინასწარ მონაცემებს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, წინასწარი მონაცემები არის საიმედო ჩემთვის და კარგი მონაცემებია”, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

big_banner
არქივი