logo_geo
მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძემ ხმების 61.83%, შალვა შავგულიძემ კი 38.17% მიიღო
- +

10 ივნისი. 2019. 10:20

წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

 

ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ვე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.

 

 

big_banner
არქივი