logo_geo
ანატოლი ბიბილოვი: NATO საქართველოს იარაღს აწვდის, თუმცა, ჩვენ არ გვეშინია
- +

10 ივნისი. 2019. 11:25

 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელ ანატოლი ბიბილოვის თქმით, NATO საქართველოს შეიარაღებას აწვდის, თუმცა, მათ ეს არ აშინებთ, რადგან უსაფრთხოების გარანტიას რუსეთი იძლევა.

 

ეს განცხადება ბიბილოვმა ოკუპირებულ რეგიონში გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იტალიის, ბელგიის, იაპონიის, გერმანიის, ფინეთისა და ჩეხეთის მოქალაქეებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. არჩევნებს აკვირდებოდნენ.

 

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. არჩევნებში პარტია „ედინაია ოსეტია“ ლიდერობს.

 

საერთაშორისო საზოგადოება ცხინვალის რეგიონში გამართულ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს. შესაბამისი განცხადება გააკეთეს ევროკავშირში. არჩევნები დაგმეს ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ჩეხეთისა და უკრაინის საგარეო უწყებებმა.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი