logo_geo
მერაბ ქვარაია: მე თვითონ ნასამართლევი ვარ და ჩემი თავი კრიმინალი არ მგონია
- +

10 ივნისი. 2019. 14:39

 

„მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე. ქვარაიამ კახიძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც საარჩევნო უბნებზე ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზებას ეხებოდა. დეპუტატის თქმით, ის თავად აკვირდებოდა მთაწმინდის რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესს და აღნიშნა, რომ „ეს იყო ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები“.

 

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება ყველაფერი. ამიტომ, რაღაც ჩირქი მოვცხოთ ამ არჩევნებს და ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ, არ შეიძლება. ცოტა უხერხულია ჩვენი ამომრჩევლების მიმართ გამოვიჩინოთ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვიღაცა თავს ახვევს, კრიმინალი იქნება თუ ვინ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი მგონი არ იღებს ასე მარტივად გადაწყვეტილებას და საკმაოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდის არჩევნებზე. ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ესეც არ არის სწორი, მით უფრო ოთარ კახიძისგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუა ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს იმ წლებში, როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - განაცხადა ქვარაიამ.

 

უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, ყველაფერზე მაღლა დადგნენ და არჩევნებში გამარჯვება მიულოცონ ლადო კახაძეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი