logo_geo
შოთა ხაბარელი: არჩევნებზე არავითარი შანტაჟი და „ძველი ბიჭები“ არ ყოფილან
- +

10 ივნისი. 2019. 15:02

 

„არჩევნებზე არავითარი შანტაჟი და „ძველი ბიჭები“ არ ყოფილან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა მთაწმინდაზე მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, 9 ივნისს, მეორე ტურის არჩევნებზე ამომრჩევლის შანტაჟი და ძალადობა ქმნიდა თუ არა პრობლემებს, უმრავლესობის დეპუტატი პასუხობს, რომ ეს არის რიტორიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.

 

ხაბარელის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარა.

 

„რაც შეეხება დეპუტატებს, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა დეპუტატს აქვს უფლება მივიდეს ყველა უბანზე, დაიცვას ადამიანის უფლებები, ეს არ არის კანონდარღვევა. არანაირი პრობლემები არ ექმნებათ ამომრჩევლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას ძალიან კარგად და საღად უყურებს, როდესაც მიდის ნორმალური არჩევნები“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი