logo_geo
ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება მოითხოვა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი, ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა
- +

11 ივნისი. 2019. 14:48

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭო სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს განიხილავს, სადაც გიორგი ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას დარბაზიდან გაძევება, ხოლო ბოკერიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

 

რომელ საათზე შეიკრიბება საბჭო, ჯერჯერობით უცნობია.

 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთმანეთს სიტყვიერად ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაუპირისპირდნენ. ინციდენტი გიორგი ვოლსკის სიტყვით გამოსვლისას მოხდა, რა დროსაც გიგა ბოკერიამ რეპლიკა წარმოთქვა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეთიკის საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა. საბჭო სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს განიხილავს, სადაც გიორგი ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

 

big_banner
არქივი