logo_geo
ანრი ოხანაშვილი: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას
- +

19 ივნისი. 2019. 12:43

 

 

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში. უკანონო მშენებლობების საკითხის დარეგულირებით დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღ და დაცულ გარემოში. ჩვენთვის ყველასთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ “, -  აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი