logo_geo
სერგეი გავრილოვი: აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე მოქმედებებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია
- +

20 ივნისი. 2019. 11:12

 

რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებით, ტყუილია, რომ მან აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. ეს განცხადება მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა.

 

„ეს არის ტყუილი და ცრუ ინფორმაცია. არასდროს, გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებებში აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გავრილოვმა.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა, რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, ასამბლეა პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

როგორც კი დაასრულა რუსმა დეპუტატმა სიტყვა, იგორ დოლგოვი ასამბლეაზე დაბრუნდა.

 

ცნობისთვის, თბილისი პირველად მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას მასპინძლობს.

 

ღონისძიებაში 24 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. ორგანიზაციის მიზანი, ქრისტიანული ფასეულობების პოპულარიზაცია, რელიგიური ექსტრემიზმის შემცირება და ადამიანის უფლებების განმტკიცებაა.

 

საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია არ მიიღებს, რისი მიზეზიც ასამბლეის სხდომაში რუსეთის წარმომადგენლის სერგეი გავრილოვის მონაწილეობაა, რომელიც ამავდროულად ასამბლეის პრეზიდენტია.

 

ოპოზიციის მტკიცებით, გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი აქვს დარღვეული.

 

მმართველი გუნდში მიაჩნიათ, რომ რუსულ აგრესიაზე სასაუბროდ საქართველომ ყველა არსებული პლატფორმა უნდა გამოიყენოს. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეა 21 ივნისს დაიხურება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი