logo_geo
ადა მარშანია გავრილოვისთვის ადგილის გასათავისუფლებლად „ევროპული საქართველოს“ წევრებს დაუპირისპირდა
- +

20 ივნისი. 2019. 12:10

 

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ცდილობს, რუსი დეპუტატისთვის, სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გაათავისუფლოს.

 

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ალყაში აქვთ მოქცეული.

 

ადა მარშანია ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით ჩამოყვანას ცდილობს, რათა ადგილი გავრილოვს გაუთავისუფლოს. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ოპოზიციას სამარცხვინო უწოდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი