logo_geo
ვლადიმირ პუტინი : მოსკოვის მხრიდან ოპონენტებთან დათმობებზე წასვლის შემთხვევაშიც კი, რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობები კარდინალურად არ შეიცვლება
- +

20 ივნისი. 2019. 16:49

 

„მოსკოვის მხრიდან ოპონენტებთან დათმობებზე წასვლის შემთხვევაშიც კი, რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობები კარდინალურად არ შეიცვლება“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „პირდაპირი ხაზის“ დროს დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

 

ვლადიმირ პუტინის თქმით, დასავლეთის მხრიდან 2014 წლის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთმა 50 მილიარდი დოლარი დაკარგა, თუმცა, ევროკავშირმა 240 მილიარდი იზარალა.

 

„შერიგებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. საგარეო სიგნალები შესაძლოა იყოს, თუმცა, კარდინალური ცვლილების ლოდინი არ ღირს. ექსპერტების მონაცემებით, სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთმა 50 მილიარდი დოლარი, ევროკავშირმა 240 მილიარდი დოლარი, აშშ-მა 17 მილიარდი დოლარი, იაპონიამ კი 27 მილიარდი დოლარი იზარალა. ეს ამ ქვეყნების სამუშაო ადგილებზე აისახება. ამ შეზღუდვებს არაფერი კარგი არ მოაქვს. შეხედეთ ჩინეთს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ყირიმთან და დონბასთან. ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ დონბასის ოკუპირებას ვახდენთ. ეს ტყუილია. ჩინეთს არ აქვს ამასთან კავშირი, მაგრამ მის წინააღმდეგ სანქციები იზრდება. კომპანია „ჰუავეიზე“ თავდასხმა ნიშნავს ჩინეთის განვითარების შეკავებას, რომელიც კიდევ ერთი გლობალური ძალის, აშშ-ის გლობალური კონკურენტი გახდა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი