logo_geo
უკრაინელი დეპუტატი: აგრესორი უნდა შევაჩეროთ და მასთან მცირე დათმობაზეც არ უნდა წავიდეთ
- +

20 ივნისი. 2019. 16:50

 

„აგრესორი უნდა შევაჩეროთ და მასთან მცირე დათმობაზეც არ უნდა წავიდეთ“, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა ვიქტორ იელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ განაცხადა.

 

„უკრაინამ ბევრი გაკვეთილი ისწავლა. აგრესორი არ უნდა დავამშვიდოთ, ის უნდა შევაჩეროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მცირე დათმობაზეც არ უნდა წავიდეთ. „არაფერი ჩვენ შესახებ ჩვენ გარეშე“ – ევროპული პოლიტიკის ეს ქვაკუთხედი პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. ე.წ. დიდმა ქვეყანამ არ უნდა განსაზღვროს, თუ რომელი გზით წავალთ, NATO-სკენ, ევროკავშირისკენ თუ სხვაგან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას და ყველა ქვეყანას შორის, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, – განაცხადა უკრაინის დელეგაციის წევრმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი