logo_geo
გიორგი გახარია: რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი
- +

20 ივნისი. 2019. 23:55

 

“რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის შენობასთან განუცხადა ჟურნალისტებს.

 

პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება, გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

 

 

 

 

big_banner
არქივი