logo_geo
აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს
- +

21 ივნისი. 2019. 10:45

 

აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს. ისინი  კვლავ პარლამენტის შენობისკენ წასვლას ცდილობდნენ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 19:00 საათზე, ისევ რუსთაველზე გეგმავს შეკრებას. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან გააკეთა განცხადება, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილია შეკრებილი. ვაშაძის თქმით, ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

 

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.

 

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

 

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა, საქართველო უკვე დატოვა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი