logo_geo
გიორგი გახარია: სანამ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრა...
- +

21 ივნისი. 2019. 17:31

 

„პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისი თქმით, ეს იყო რთული აქცია და რთული პროცესი.

 

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ პოლიციამ ბოლომდე, მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან, უბრალოდ იდგნენ და იცავდნენ თავს. იქ, სადაც გადამეტების კონკრეტული ფაქტი იყო,  რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც მთავარია, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აღძრა ძიება, რაც  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ნიშნავს.

 

„დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი