logo_geo
ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა
- +

21 ივნისი. 2019. 23:46

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლენტა.რუ“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებას დაავალა, რომ უზრუნველყონ რუსეთის იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რომლებიც ამ წუთებში საქართველოში იმყოფებიან. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია ფედერალური ხელისუფლების მოქალაქეების ბარგის საკითხის გადაწყვეტაც.

განცხადების თანახმად, რუსეთის მოქალქეების უსაფრთხოების საკითხი საქართველოს ხელსუფლებასთან კოორდინირებულად უნდა გადაწყდეს.

პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, რომ ოფიციალურ თბილისთან ითანამშრომლოს.

 

 

big_banner
არქივი