logo_geo
რუსეთი საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმების პირობას ასახელებს
- +

22 ივნისი. 2019. 11:51

 

საქართველოში რუსეთიდან ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმების პირობად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება დაასახელა.

 

„საქართველოში ვითარება უნდა ნორმალიზდეს და უნდა აღმოიფხვრას ყველა საფრთხე, რომელიც კი შეიძლება შეექმნას ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა პესკოვმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ კრემლის საიტზე დაყრდნობის ავრცელებს.

 

პუტინის განკარგულებით, მთავრობას დაევალა საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

 

ასევე, პუტინმა რუსულ ტუროპერატორებსა და სააგენტოებს საქართველოს საგზურების გაყიდვა აუკრძალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი