logo_geo
ანრი ოხანაშვილი: გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა
- +

24 ივნისი. 2019. 13:56

„გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.​

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, თუკი აქციების დაშლის დროს გადაამეტა ძალას, ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო.

 

„რაც შეეხება საკითხს, თითქოსდა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უნდა დატოვოს პოზიცია, ვიტყვი, რომ გიორგი გახარიამ, როგორც მინისტრმა, შეძლო და სახელმწიფოს ააცილა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუკი საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ვინმემ გადაამეტა ძალას, ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანო და რა თქმა უნდა, თითოეულ კონკრეტულ ფაქტს შესწავლის შედეგად უნდა მოჰყვეს რეაგირება. ეს არის სწორი პოზიცია და ასეც იქნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ინიციატივაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის გუნდის გადაწყვეტილება.

 

„თქვენ მოისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის შესახებ. ეს არის გუნდის გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი