logo_geo
კარლ ჰარცელი : მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები
- +

25 ივნისი. 2019. 13:17

 

 

„მივესალმებით შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს და სხვადასხვა პოლიტიკურ წრეებთან მოხდეს საკითხის დეტალების განხილვა.

 

„ევროკავშირის სხვა ელჩებთან ერთად მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რომ მხარეებმა ერთად განიხილონ ეს საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოთხოვნები იყო ბევრი მხრიდან წამოყენებული. ასევე, ეს ძალიან დაეხმარება იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც გათვალისწინებული იყო ეუთო-ს რეკომენდაციებში და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით კარგ შედეგებს მივაღწევთ“,- განაცხადა ჰარცელმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი