logo_geo
რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი
- +

26 ივნისი. 2019. 10:49

საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეუჩერდება ნიკა მელიას პარლამენტის წევრის იმუნიტეტი.

 

„საკითხი არის შემდეგნაირად. გენერალურმა პროკურატურამ მომართა პარლამენტს და ითხოვს თანხმობას. თუ ჩვენ თანხმობას მივცემთ, ამის შემდეგ გენერალურ პროკურატურას ექნება უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ საკითხზე ვმსჯელობთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს მართლა ასე მოხდება, პარლამენტი მიცემს თანხმობას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს პროკურატურისთვის უფლებას რომ დააპატიმროს პარლამენტის წევრი, არამედ, მას უფლება ექნება მიმართოს სასამართლო ორგანოს და სასამართლო სისხლის საპროცესო კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო.

 

ამის შემდგომ, თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი“, - განაცხადა კახიანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი