logo_geo
შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში
- +

26 ივნისი. 2019. 22:44

 

მიმდინარე წლის 26 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, უწყებათაშორის შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

გაფართოებულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა, რომელიც 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად  დაკარგული პირების მოძიებას,  გამოვლენას და ოჯახებისათვის ნეშტების გადაცემას ისახავს მიზნად.

საკოორდინაციო მექანიზმის  მანდატი  1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ  დაკარგული 2,200-ზე მეტი პირის  ბედისა და ადგილსამყოფელის გარკვევას და მათი ოჯახის წევრების  სათანადოდ ინფორმირებას ითვალისწინებს. მისი საქმიანობა მკაცრადაა განსაზღვრული და მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათისაა.  მექანიზმის საქმიანობის შედეგად 2010 წლიდან დღემდე ჯამში 129 სამარხის გახსნა და 430 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა.  იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

დღეისათვის, 40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ, მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი