logo_geo
გიორგი გახარია: პოლიციის დელეგიტიმაციას არ დავუშვებ!
- +

27 ივნისი. 2019. 21:08

 

 

„თუ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, მე ამაზე პასუხს ვაგებ, თუმცა როცა ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს, სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას, მე ამას არ დავუშვებ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„მე ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ის, რომ შს სამინისტრომ და პოლიციამ ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა ამ ღამეს. ის შედეგები, რაც ჩვენ მივიღეთ, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვუპასუხოთ. მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ და ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. ისევე, როგორც ამ გამოძიების შედეგად, აქ ვარ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ავიღებ. სამართლებრივ ნაწილშიც თუ აღმოჩნდება რომ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და მე ამაზე პასუხს ვაგებ. თუმცა, არის პოლიტიკური კომპონენტი და როცა ვიღაც ცდილობს მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს და ინსტიტუტების რღვევას, მე ამას არ დავუშვებ“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი