logo_geo
გიორგი გახარია: იმიჯი ჩემი ზრუნვის საგანი არ არის
- +

27 ივნისი. 2019. 21:39

 

 

„როგორც კი გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„არასოდეს არ მიზრუნია ამ იმიჯზე, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემაა სწორედ ის ბიუროკრატია და ის პოლიტიკური სტატუსის მატარებელი ფიგურები არიან, რომლებიც პირველ რიგში ზრუნავენ იმიჯზე. ეს არ არის ჩემი ზრუნვის საგანი დღეს. როგორც კი მე, როგორც ამ პოზიციიდან მოქმედი ადამიანი, გუნდისთვის გავხდები დამაზიანებელი, ჩვენ როგორმე ამ საკითხს გადავწყვეტთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი დღეს გახლავთ, რომ მოვახდინო სრული რეალიზება იმ პასუხისმგებლობის, რომელიც არაა მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის მთლიანად შსს-ს პასუხისმგებლობა. ყველაფერი, რაც ჩვენ ამ სამინისტროში გაგვიკეთებია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად, ჩემი გუნდისთვის და თითოეული პოლიციელისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი