logo_geo
გიორგი გახარია: რაც არ უნდა აეტანა პოლიციელს, უფლებამოსილების გადამეტებას გამართლება არ აქვს
- +

27 ივნისი. 2019. 22:09

 

 

„რაც არ უნდა აეტანა და მოეთმინა იმ პოლიციელს, უფლებამოსილების გადამეტებას გამართლება არ აქვს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეწამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„პალიტრანიუსის“ თოქ-შოუ „360 გრადუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ხელებაწეული მომიტინგეების მისამართით რეზინის ტყვიების სროლას ეხებოდა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეები უმკაცრესად დასჯილები, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

 

„ამ შემთხვევაში, ისინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და ეს ის შემთხვევაა, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული და უმკაცრესად დასჯილი თითოეული ადამიანი, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა, იმისთვის, რომ ეს შემდგომ აღარ განმეორდეს. იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური გარანტია, თითოეულ ჩვენს მოქალაქე იმის, რომ როდესაც ხდება მსგავსი ექსცესები, რა ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს პროტესტის გამოხატვა, მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა იქნება დაცული. ეს ორმხრივი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ორგანიზებული შტურმი, პოლიციაზე და ინსტიტუტზე არის დასჯადი, ისევე როგორც უფლებამოსილების გადამეტება, რა მოტივითაც არ უნდა იყოს. რაც არ უნდა აეტანა და მოეთმინა იმ პოლიციელს, უფლებამოსილების გადამეტებას გამართლება არ აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარაიამ.

 

 

big_banner
არქივი