logo_geo
გიორგი გახარია ფილარმონიასთან დაკავებებზე: ეს ის მომენტი იყო, რომლის „გატარებაც“ პოლიციას არ შეეძლო
- +

27 ივნისი. 2019. 22:51

 

 

„სამწუხაროდ, ყველაზე აგრესიული თავდასხმები და წინააღმდეგობა პოლიციას ფილარმონიასთან, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე გაუწიეს, მაშინ, როდესაც ამან რაღაც მომენტში უბრალოდ ქალაქის დარბევის სახე მიიღო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„არც ერთი შემთხვევა, როდესაც ძალადობა არ იყო ორგანიზებული, პოლიციას ორგანიზებულად არ უმოქმედია, სხვა ყველაფერი შეიძლება იყოს განხილული, როგორც გადაცდომა და შესაბამისი მოქმედებების საბაბი. ხშირად მესმის და აქაც ითქვა, რომ სადარბაზოებში მოხდა დაკავება. სამწუხაროდ, ყველაზე აგრესიული თავდასხმები და წინააღმდეგობა პოლიციაზე იყო გაწეული იმ კომპონენტებში, რომელიც მოხდა ფილარმონიასთან გამთენიისას. დაახლოებით, 6 საათი იყო. მაშინ, როდესაც ამან რაღაც მომენტში უბრალოდ ქალაქის დარბევის სახე მიიღო. ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის წინააღმდეგ იერიშის მიტანა, თუმცა, ესეც იყო ქვებით, ხელკეტებით და კიდევ ბევრი რაღაცით. ეს უკვე მოქალაქეებზე გადავიდა. იქ პირდაპირ იყო კადრები, როდესაც ეს ადამიანები სამწუხაროდ, მოქალაქეებს ესხმოდნენ თავს. ეს ის მომენტი იყო, რომლის „გატარებაც“ უბრალოდ პოლიციას არ შეეძლო. მანდ იყო სამოქმედო. მაგ ნაწილში ალბათ ცოტათი დავაგვიანეთ კიდეც მოქმედება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ხდებოდა გამთენიისას. საყურებელი იყო მძიმე იმიტომ, რომ დიდი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი