logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: დესტრუქციული ძალების მოქმედება აღკვეთილი იქნება
- +

28 ივნისი. 2019. 14:56

 

„დესტრუქციული ძალების მოქმედება, რომლებიც მზად არიან,  ნებისმიერ ფასად  ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება, აღკვეთილი იქნება“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

რიჟვაძე თბილისში 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს აჭარის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

 

„პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად იქნა აღებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ამ ყველაფერმა ჩვენს მოქალაქეებში, ახალგაზრდებში გამოიწვია სამართლიანი პროტესტი და ჩვენ ვართ ამ პროტესტის მიმართ სოლიდარული, მაგრამ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა დესტრუქციული ძალების მხრიდან და პრაქტიკულად, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“, - განაცხადა რიჟვაძემ.

 

მისი თქმით, ყველა სახელმწიფო უწყება და მათ შორის სამართალდამცველები ვალდებული არიან, აირიდონ ამ ტიპის მცდელობები.

 

„სწორედ სამართალდამცავების ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად,  ქვეყანას ავარიდეთ ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც უკავშირდებოდა კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, ბუნებრივია, ამ ყველაფერს მიეცემა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება, მათ შორის ძალის გადამეტების შემთხვევებს, მაგრამ არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ დავუშვებთ სახელმწიფოზე შტურმს. დესტრუქციული ძალების მოქმედება, რომლებიც მზად არიან,  ნებისმიერ ფასად ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში, იქნება აღკვეთილი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი