logo_geo
სერგეი გავრილოვი საქართველოში მომლოცველად დაბრუნებას აპირებს
- +

28 ივნისი. 2019. 15:34

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა არ გამორიცხა საქართველოში პირადი მიზნებით კიდევ ჩამოსვლა, რომ პრაქტიკაში განახორციელოს რუსეთის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი „მომლოცველობის შესახებ“.

 

„ჩვენ მივიღეთ კანონი „მომლოცველობის შესახებ“ და ვისურვებდი მოვსინჯო ეს საქართველოში, ვიმოგზაურო წმინდა ადგილებში“, - განუცხადა გავრილოვმა „რია ნოვოსტის“.

 

„ახლა სულაც არ ვაპირებ საქართველოში წასვლას, არ ვაპირებ პროვოკატორებისთვის საბაბის მიცემას. მჯერა, რომ სიტუაცია იქ დამშვიდდება“, - დასძინა გავრილოვმა.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს გასულ კვირას სტუმრობდა. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას თავმჯდომარეობდა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოთავსებული, რასაც ქართველი საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი