logo_geo
გიორგი გახარია: ირაკლი კობახიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა
- +

28 ივნისი. 2019. 18:09

 

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა იმაში, რომ რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აღმოჩნდა, ამ ადამიანმა ღირსეული ნაბიჯი გადადგა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ სწორად შეაფასა ის რისკები, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და ამიტომაც მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

 

„ირაკლი კობახიძემ გადადგა ღირსეული ნაბიჯი და ეს ღირსეულ ნაბიჯი მოჰყვა კონკრეტულ ქმედებას. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როდესაც რუსი დეპუტატი აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძეს ამ კონკრეტულ ქმედებაში არანაირი ფუნქცია საერთოდ არ ჰქონდა, რადგან ამ ქვეყანაში არ იმყოფებოდა, ამ ადამიანმა გადადგა ღირსეული ნაბიჯი. ის პოლიტიკური ესკალაცია და ის რისკები, რომელიც შეიქმნა, მან აბსოლუტურად სწორად შეაფასა და გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა, არის ღირსეული ნაბიჯი.

 

სამწუხაროა, რომ ამ ნაბიჯის შემდგომ, ვერ ვნახეთ სიტუაციის დეესკალაცია, რამეთუ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა გადაწყვიტეს უკვე სულ სხვა განზომილებაში გადაეყვანათ ის სამწუხარო ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს პარლმენტში“, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი