logo_geo
„ქართული ოცნება“: საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება
- +

29 ივნისი. 2019. 19:30

 

 

„საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

 

„როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

 

საკონსტიტუციო ინიციატივა - „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

 

პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  გაიმართება“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი