logo_geo
გიორგი ოთხმეზური: ნაცმოძრაობა განწყობილია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტად დაშავდეს და დაზიანდეს ქვეყანა
- +

1 ივლისი. 2019. 02:40

 

ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

 

ნამდვილად, არის ის, რომ იყო 100%-იანი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების და ღვთის მადლით გადავჩრით ამას. აი ეს არის ჩემი პირველივე განცდა, როცა ამას ვუყურე.

 

 10 საათი არ იყო, როდესაც დაიწყო შეტევა პარლამენტზე. რა დღეში ჩაყარეს პოლიციელები, სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ.

 

 ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც გავრილოვი, ერთ-ერთი კომუნისტური პარტიის წევრთან, ქრისტიანულ შეკრებაზე, რა უნდა არ მესმის, რა კავშირი აქვს საერთოდ ამასთან, მაგრამ ნუ ეს რუსების საქმეა – გამოაგზავნეს.

 

 ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, ის, რომ პრევენცია არ მოხდა ამისი, რომ ის გავრილოვი არ დამჯდარიყო იქ, რასაც მოყვა ეს ყველაფერი. მაგრამ როცა ხედავ, რომ ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს დგამს, გავრილოვი გააძევეს, ბოდიშები იხადეს, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, არ არის ეს რადიკალური მოქმედებები საჭირო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნაც.მოძრაობა არის განწყობილი იქითკენ, რომ რაც შეიძლება მეტად დაშავდეს და დაზიანდეს ქვეყანა. სამწუხაროდ, ეს არის. არა პარტია „ქართული ოცნება“, არამედ ქვეყანა, რაც შეიძლება მეტად დაშავდეს და დაზიანდეს.

 

 ძალიან სწორი ნაბიჯი იქნა გადადგმული, როდესაც გახარიამ განაცხადა, რომ მე არავითარი მხარდამჭერი აქციები არ მჭირდება და პარლამენტმაც განაცხადა, რომ არავითარი მხარდამჭერი აქციები არ გაიმართოს იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“, – განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი