logo_geo
პოლონეთის სენატის მარშალი: ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტს მოამზადებენ
- +

1 ივლისი. 2019. 11:20

 

 

„ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ პოლონეთი, უკრაინა, საქართველო, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და სლოვაკეთი ერთობლივი რეზოლუციის პროექტს მოამზადებენ“, – ამის შესახებ პოლონეთის სენატის მარშალმა სტანისლავ კარჩევსკიმ „პოლსკიე რადიო“-სთან ინტერვიუში განაცხადა.

 

კარჩევსკის თქმით, ლუბლინის კავშირის 450 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეები ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ. კარჩევსკის განცხადებით, შვიდი ქვეყანა იმუშავებს, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რუსეთის დაბრუნებას მხარი არ დაუჭირეს, ევროსაბჭოში უფრო მკაცრი პოზიცია გამოხატონ.

 

პოლონეთის სენატის მარშალის თქმით, რუსეთის დაბრუნების მოწინააღმდეგე ქვეყნები არსებული ვითარებით აღშფოთებულები არიან.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთს უფლებამოსილებები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ შეუზღუდეს. გასულ კვირაში, ასამბლეის წევრების უმრავლესობამ რუსეთის დაბრუნებას მხარი დაუჭირა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი