logo_geo
არჩილ თალაკვაძე: აქციების შემდეგ ვხედავთ ერთგვარ ლუსტრაციას, სადაც საზოგადოებამ თავისი პოზიცია აჩვენა, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობრივი სცენარები
- +

2 ივლისი. 2019. 00:38

 

 

არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ შემდგარია, როგორც სახელმწიფო, აქვს კანონმდებლობა და თავისი საზოგადოების უსაფრთხოებას და საზოგადოებაში წესრიგს უზრუნველყოფს, არ დაუშვებდა იმას, რომ ასეთ დროს პოლიციას და სახელმწიფოს გამოეჩინა ისეთი პოზიციები, რაც რეალურად, ამ ძალადობრივ სცენარს და დესტაბილიზაციის სცენარს ბოლომდე მიიყვანდა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

პოლიტიკოსების ნაწილმა, რომელთაც ჰქონდათ ერთერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა ოპოზიციაში, ხაზგასმით ვამბობ, არ გააკეთეს შეფასებები და არცერთი განცხადება, სადაც მათ დაგმეს ძალადობა და რეალურად, საკონსტიტუციო წესრიგზე შეტევა და ძალადობრივი სცენარი, რაც ჩვენ ყველამ ვნახეთ ამ მანიფესტაციის მეორე ნაწილში, მათ არ შეაფასეს და არ დაგმეს პირდაპირ ეს ძალადობა. ეს, ჩემი აზრით, იყო ლუსტრაცია და პირდაპირ ტესტი არის, თუ რა არის ამ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგი, როგორც წარმოუდგენიათ მათ ქვეყანაში ცვლილებების მიღწევა. ამან გამოაჩინა მათი რეალური შინაარსი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, სახელმწიფომ შეკრება-მანიფესტაციის უფლება უზრუნველყო, თუმცა,  როდესაც საფრთხე სახელმწიფო  წესრიგსა და უსაფრთხოებას დაემუქრა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამინისტრომ მიიღეს ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგროც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ.

 

სახელმწიფომ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში, შეკრება-მანიფესტაციის უფლება უზრუნველყო. როგორც კი ეს პროცესი გადაიზარდა ძალადობაში და რაც ყველამ ვნახეთ, იყო ის, რომ ამ აქციის, მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება ცადა გარკვეულმა ჯგუფმა ძალადობრივი სცენარისთვის და პირდაპირ იყო, თითქმის ორსაათიანი შეტევა პარლამენტზე, და ორსაათიანი შეტევა პოლიციის კორდონზე, რომელიც თმენის რეჟიმში იყო თითქმის ორი საათის განმავლობაში. როგორც კი ეს ზომები გახდა არასაკმარისი და როგორც კი საფრთხე დაემუქრა ყველაზე მთავარს, რის დაცვაც ევალება სახელმწიფოს და ეს არის წესრიგი და უსაფრთხოება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღეს ის გადაწყვეტილება და იმოქმედეს ისე, როგორც მათ კანონმდებლობით მოეთხოვებოდათ. ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ვთხოვ ყველას, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი, მესმის მათი განწყობები, ძალიან ვწუხვარ, რომ მოქალაქეები დაზიანდნენ, დაზარალდნენ ამ აქციების შედეგად და გარკვეულწილად, რომ შევხედოთ, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ოპოზიციონერის ქმედებაზე, სამწუხაროდ, ფასის გადახდა მოუხდათ უბრალო მოქალაქეებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, 20 ივნისის ღამეს მოვლენები „ვარდების რევოლუციის“ სცენარით ვითარდებოდა და უნდა მოხდეს ადეკვატური გამოძიება, თუ ვინ იდგა ამ სცენარის უკან.

 

არ გავუსწრებდი მოვლენებს წინ და დაველოდებოდი გამოძიების შედეგებს. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც მიაჩნია, რომ შემდგარია, როგორც სახელმწიფო, აქვს კანონმდებლობა და თავისი საზოგადოების უსაფრთხოებას და საზოგადოებაში წესრიგს უზრუნველყოფს, არ დაუშვებდა იმას, რომ ასეთ დროს პოლიციას და სახელმწიფოს გამოეჩინა ისეთი პოზიციები, რაც რეალურად, ამ ძალადობრივ სცენარს და დესტაბილიზაციის სცენარს მიიყვანდა ბოლომდე. მოვძებნოთ მაგალითები, სადაც ასეთი ტიპის აქციები გამართულა დემოკრატიულ სახელმწიფოებში და ვნახოთ, რა რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან. მე გარწმუნებთ თქვენ, რომ არცერთი განვითარებული სახელმწიფო არ დაუშვებდა იმას, რომ ერთ კონკრეტულ ჯგუფს გამოეყენებინა მშვიდობიანი მანიფესტაცია ძალადობისთვის და ძალადობრივი სცენარით შეჭრილიყო პარლამენტში და მოეხდინა რაიმე ტიპის ცვლილება ძალადობით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა იმ მოვლენებზეც, რაც 20 ივნისის აქციას უსწრებდა წინ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  მმართველმა გუნდმა საზოგადოებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აჩვენა და ის ამბავი, რის გამოც აქციები დაიწყო, 24 საათში ამოწურული იყო.

 

 

ამ მოვლენებს, დაწყებული იქიდან, რაც მოხდა პარლამენტში, რაზეც, პრაქტიკულად, პირველივე მომენტიდან, სახელისუფლებო გუნდის მხრიდან იყო სრულიად პრინციპული, ადეკვატური რეაქციები, შეფასება, რომელიც გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ, კონფერენციის შეწყვეტა, უმოკლეს დროში რუსი დეპუტატები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და  24 საათის განმავლობაში, ჩვენი გუნდი საზოგადოებას აჩვენებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, კონსტიტუციით ერთერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, პარლამენტის თავმჯდომარე იღებს ძალიან ღირსეულ გადაწყვეტილებას და ტოვებს თანამდებობას. პრაქტიკულად, 24 საათში, ამბავი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო, იყო ამოწურული. ამის შემდეგ რა ხდება - იწყება მშვიდობიანი მანიფესტაცია და ამ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში გარკვეული ჯგუფი, რაც ჩანს პირდაპირ კადრებში, სად იდგა ეს ჯგუფი, როგორ მოქმედებდა, ამ ყველაფერს საზოგადოება უყურებდა და დღესაც შეუძლია, ნახოს, იყენებს, ცდილობს, რომ ეს მანიფესტაცია გამოიყენოს პარლამენტში ძალადობრივი შეჭრისთვის, რასაც მერე რა მოყვებოდა, ეს სერია ნანახი აქვს უკვე საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას რამდენიმეჯერ. ამიტომ, აქ სახელმწიფოს რომ გამოეჩინა სუსტი პოზიცია და სახელმწიფოს რომ დაეთმო ერთი ძალადობრივი ჯგუფისთვის იმ გეგმის განხორციელება, რაც ხელისგულზე დევს  და რაც ჩვენ ყველამ დავინახეთ, ვფიქრობ, რომ ეს უფრო იქნებოდა მოსათხოვნი, ეს უფრო იქნებოდა ჩავარდნა, ვიდრე დღეს ოპოზიციის მოთხოვნები, რასაც ვხედავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

big_banner
არქივი