logo_geo
მაკა ჩიჩუას აღიარება! - „ნაცმოძრაობამ“ სიბნელიდან გამოგვიყვანა...“
- +

3 ივლისი. 2019. 17:28

 

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ქვეყანა სიბნელიდან და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდა.

 

„არასდროს ვყოფილვარ არჩევნებზე და ცხოვრებაში პირველად, 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ მივეცი ხმა. და დიდი სიხარულით მივეცი ხმა, რომ იმის მერე, რაც გამოვიარეთ, ეს იქნებოდა ხელისუფლება, რომელიც ამას რაღაცნაირად დაარბილებდა, დააბალანსებდა და გამოვიდოდით მძიმე მდგომარეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ვაფასებ წინა ხელისუფლების პროგრესს, როგორ მივდიოდით ეკონომიკურ საკითხებში. სიბნელიდან რომ გამოვედით, ამას ხომ არ უნდა ბევრი ლაპარაკი? იმ საოცარი ეკონომიკური კრიზისიდან რომ გამოგვიყვანა წინა ხელისუფლებამ, ესეც ხომ აღსანიშნავია? მე ყოველთვის მინდა ობიექტური ვიყო, არასდროს მიკერძოებული არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. ყოველთვის მინდოდა, ეს მომერგო, აღმენიშნა, მაგრამ, რა პარალელური სისასტიკეც მიდიოდა, მე იმას ვუთხარი უარი. მე იმ სისასტიკეს დავუპირისპირდი და ამიტომ მივეცი „ოცნებას“ ხმა“, - აცხადებს მაკა ჩიჩუა.

 

 

big_banner
არქივი