logo_geo
მაია ცქიტიშვილი: რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს, საერთაშორისო ფორმატები მაქსიმალურად კონსტრუქციულად გამოიყენოს
- +

4 ივლისი. 2019. 13:20

 

„მინდა, მჯეროდეს, რომ რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს, საერთაშორისო ფორმატების გამოყენება მაქსიმალურად კონსტრუქციულად მოხდეს“, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მან ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი წარიმართოს.

 

„ეს ის ოფიციალური ფორმატია, რომლის ფარგლებშიც გვაქვს საშუალება, ვესაუბროთ რუსეთის ფედერაციას. შესაბამისად, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესიცაა და მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ინტერესიც უნდა იყოს, სწორედ ასეთი საერთაშორისო ფორმატების გამოყენება მოხდეს მაქსიმალურად კონსტრუქციულად, იმისთვის, რომ ის საკითხები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში დგას, იქნას გადაწყვეტილი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი