logo_geo
მეთიუ ბრაიზა: ამით პუტინს უთხრეს - შენ დაკარგავ საქართველოსა და უკრაინას, თუ ახლა არ იმოქმედებ და ამისთვის დრო კიდევ გაქვსო
- +

4 ივლისი. 2019. 14:06

 

„მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს საქართველოსთვის MAP-ის მყისიერად მინიჭებას მას შემდეგ, რაც მან კრიტერიუმები შეასრულა”, - ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა მეთიუ ბრაიზამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება NATO-ს ალიანსის ლიდერების მხრიდან ტრაგიკული იყო.

 

„NATO-ში ინტეგრაცია ახსენეთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. საქართველო გახდება NATO-ს წევრი და უკრაინა. ერთ დღეს ეს მოხდება. საკმარისია ამის გამეორება წლების განმავლობაში? საკმარისია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ამდენი წელია მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა მნიშვნელოვანი განვითარება ამ მიმართულებით?

 

ვფიქრობ, ეს საკმარისად მიახლოებულიც კი არ არის. ბუქარესტის გადაწყვეტილება იყო ტრაგიკული და ახლომხედველური NATO-ს ალიანსის ლიდერების მხრიდან. ფაქტობრივად, ვიცი, რომ პრეზიდენტი ბუში ძალიან ცდილობდა იმ საბედისწერო ღამით გამართულ სადილზე, 8 აპრილს. ვიცი, რომ კანცლერი ანგელა მერკელი წინააღმდეგი იყო და არ დაუშვებდა კონსენსუსს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე.

 

ის, რომ გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება, ეს არის NATO-ს დიდი ხარვეზიც და დიდი სიძლიერეც.  საქართველოს შემთხვევაში კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების პრინციპმა იმუშავა NATO-ს და ვფიქრობ, აშშ-ის სტრატეგიული ინტერსების წინააღმდეგ, ეს იყო საშინელი შედეგი, რადგან ამით პრეზიდენტ პუტინს უთხრეს: შენ დაკარგავ საქართველოსა და უკრაინას, თუ ახლა არ იმოქმედებ და შენ კიდევ გაქვს დრო ამისთვის, რადგან საქართველოსთვის ჯერ MAP-იც არ მიუნიჭებიათ. მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს საქართველოსთვის MAP-ის მყისიერად მინიჭებას მას შემდეგ, რაც მან კრიტერიუმები შეასრულა“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი