logo_geo
გიორგი ვოლსკი: საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო
- +

5 ივლისი. 2019. 13:53

 

 

„საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ, მიხეილ გიორგაძის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

„დარგი მისახედია. ბევრი კულტურის ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნა წარმოჩენილი, ბევრი კულტურული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მეტი უნდა იყოს. საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

​ამასთან გიორგი ვოლსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვება ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მოთხოვნას, აღდგეს „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ სსიპ-ები.

 

„რაც შეეხება მწერლების პროტესტს, რა საკვირველია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მწერლების ერთ ჯგუფს ან ხელოვანთა ერთ ჯგუფს ყოველთვის აქვს დამოკიდებულება რადიკალურად დაპირისპირებული, ზოგს კრიტიკული და ეს უნდა ახასიათებდეს კიდეც მათ. დამოკიდებული შემოქმედებითი ჯგუფი ან ადამიანი ხელოვნებაში ვერაფერს მიაღწევს”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

 

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით უკვე მიმართა.

 

 

big_banner
არქივი