logo_geo
რუსეთის კომუნისტური პარტია: სახინკლეებს საპელმენე უნდა დავარქვათ
- +

9 ივლისი. 2019. 16:00

 

 

რუსეთის კომუნისტური პარტია რუსეთში სახინკლეებისთვის საპელმენეს დარქმევის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

პარტიის თავმჯდომარის იაროსლავ სიდოროვის განცხადებით, ინიციატივა საქართველოში შექმნილი „რუსოფობიური ისტერიის“ პასუხი იქნება და მისივე თქმით, მსგავსი ცვლილებები სახაჭაპურეებსაც უნდა შეეხოს.

 

„ჩვენ არ გვჭირდება ამდენი სახინკლე, მათ საპელმენე უნდა დავარქვათ. ხაჭაპური კი ჩვეულებრივი ღვეზელია, მას ყველგან „პიშკა“ და კექსი უნდა დავაწეროთ“, - განაცხადა სიდოროვმა.

 

მან ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კულინარიის პოპულარიზებაც მოითხოვა.

 

„საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამზარეულოებს, რადგან ისინი მეგობრული ქვეყნებია, მათი კერძები უფრო გემრიელი და იაფია“, - თქვა რუსეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ.

 

პარტიამ ინიციატივით რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოს მიმართა.

 

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა 8 ივლისს  მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს.

 

 

big_banner
არქივი