logo_geo
პაატა დავითაია: რუსეთი მოხსენიებულია როგორც კონფლიქტის მხარე, ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ფორმატი, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ზურაბ ხონელიძეს მიუძღვის
- +

10 ივლისი. 2019. 00:30

 

 

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. პაატა დავითაია ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა სოხუმის უნივერისტეტის რექტორი, ბ-ნი ზურაბ ხონელიძე, არის რუსეთუმე. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ თითოეულ პიროვნებას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, ვეთანხმებით თუ არა მათ პოზიციებს. მაგრამ არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ ურაბ  ხონელიძე, რომელსაც მე დიდი ხანია პირადად ვიცნობ, იყო საქართველოს ელჩი დსთ-ში და ბელარუსში. ეს ხდებოდა შევარდნაძის პერიოდში. და იმ დროის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, დსთ-ფორმატში, იყო ის, რომ რუსეთი მოხსენიებულია როგორც კონფლიქტის მხარე. ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც რუსეთი ასეა მოხსენიებული და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ ზურაბ ხონელიძეს მიუძღვის.

 

იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც 2008 წლის ავისტოს ომის შემდეგ, რუსეთი ფაქტიურად აიძულებდა ბელარუსს აფხაზეთის აღიარებას. იმ დროისთვის, ზურაბ ხონელიძე საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იყო. მან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ბელარუსს აფხაზეთი არ ეღიარებინა. მე პირადად მქონდა შეხვედრა მაშინდელ პრეზიდენტთან – ლუკაშენკოსთან, რომლის ორგანიზატორიც იყო ზურაბ ხონელიძე. საუბრის თემა სწორედ არაღიარება გახლდათ. ბატონ ზურაბს პირადად, არაერთხელ, უთხოვია ლუკაშენკოსთვის აფხაზეთის არაღიარების საკითხი.

 

მის წინააღმდეგ, ბოლო პერიოდში, აგორებული კამპანია, სოციალური ქსელების საშუალებით, არის სიცრუის ტირჟირება. არ შეიძლება ადამიანს მსგავსი რამ დააბრალო. აქვე აღვნიშნავ, რომ თავისუფალი მედიის დახურვა, არავინ უნდა მოითხოვოს. არავის აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს მედიაზე” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

 

 

big_banner
არქივი