logo_geo
დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვაჟა-ფშაველას ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა
- +

11 ივლისი. 2019. 11:06

 

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

 

„მინდა, გავიხსენო ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი, ვაჟა-ფშაველა. „ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი კოსმოპოლიტიზმს გამორიცხავს, ეს შეცდომაა. ყველა ჭეშმარიტი პატრიოტი კოსმოპოლიტია და ყველა გულწრფელი კოსმოპოლიტი პატრიოტია. კოსმოპოლიტები საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან და ინტელექტუალური, მატერიალური და მორალური მხარის განვითარებისკენ მიისწრაფვიან“. მისი მეოცნებე სიტყვები ახლა უკვე ერთი საუკუნის არის. მჯერა, რომ ჩვენი დაახლოება ცხადყოფს, აღმოსავლეთ პარტნიორობა დაგვეხმარა ამ ნეგატიურ ტენდენციებს, წინააღმდეგობა გავუწიოთ“, – აღნიშნა  დონალდ ტუსკმა.

 

 

big_banner
არქივი