logo_geo
მამუკა ბახტაძე: გამოწვევებს არასოდეს ვაძლევთ აწმყოს ფორმირების უფლებას
- +

11 ივლისი. 2019. 11:40

 

 

„გამოწვევებს არასოდეს ვაძლევთ აწმყოს ფორმირების უფლებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამიტომ საქართველო დგას მხარდამხარ დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

 

„მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაჟღენთილია თავისუფლების, ჩვენი საერთო ფასეულობებისა და იდენტობის დაცვისკენ მიმართული ძალისხმევით. იდენტობაში ვგულისხმობ კულტურულ და ეროვნულ გენეტიკურ კოდს, რომელმაც მეტისკენ სწრაფვის უნარი გამოიმუშავა და კარგად იცის, რომ საზიანო გარემოებებს არასოდეს აძლევს მომავლის განსაზღვრის უფლებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

big_banner
არქივი