logo_geo
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
- +

11 ივლისი. 2019. 20:17

 

 

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რითიც საქართველომ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა დაადასტურეს მზაობა მჭიდრო თანამშრომლობაზე და მზადყოფნა გამოხატეს მომავალში ხელი შეუწყონ საჯარო სექტორში პროექტების განხორციელებას. მემორანდუმი წარმოადგენს ახალ ფორმატს, 2019-2024 წლებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

 

„დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და რომ ევროპისთვის საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძლიერი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა ემსახურება ხალხს და ხალხი გრძნობს ევროპასთან დაახლოების სიკეთეებს. ევროპის საინვესტიციო ბანკიც, შესაბამისად, გამოყოფს ფინანსებს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, რაც გააუმჯობესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.   ​

 

 

big_banner
არქივი