logo_geo
გიორგი გახარია: კანონმდებლობის ფარგლებში, გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები
- +

11 ივლისი. 2019. 21:01

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და პარლამენტის შტურმის დროს გაცემულ ბრძანებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ძალადობრივი ხასიათის მიღების შემდეგ, მან გასცა ბრძანება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად.

 

„რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ  არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.  სწორედ ამ კონსტიტუციის და ამ კანონმდებლობის ფარგლებში, გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით აბსოლუტურად, სრულად გაწერილი. რატომ?! იმიტომ, რომ პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

big_banner
არქივი