logo_geo
ბიძინა ივანიშვილი გავრილოვის ჩამოსვლაზე: „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ საბაბს ეძებდა, რომ სიტუაცია აეყირავებინათ
- +

17 ივლისი. 2019. 13:48

 

 

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სად იყავით მაშინ?“ - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა.

 

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, „ФСБ“-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი