logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენს ოპონენტებს ესმით, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდება არჩევნების გზით არ შეუძლიათ და...
- +

17 ივლისი. 2019. 21:58

 

 

„ჩვენს ოპონენტებს კარგად ესმით, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდება არჩევნების გზით არ შეუძლიათ და ამიტომ, ყოველგვარ პროვოკაციასა და ბინძურ პოლიტიკაზე მიდიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებას გამოეხმაურა 20 ივნისის საპროტესტო აქციის თაობაზე.

 

დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გულწრფელი და პრინციპული შეფასებით ყველა კითხვას გასცა პასუხი.

 

„ჩვენი ოპონენტები მავნებლური პოლიტიკით არიან დაკავებული და ცდილობენ, ქვეყნის განვითარებას ხელი სიცრუის ტირაჟირებით, ცრუ ამბებით, ბინძური პროპაგანდით შეუშალონ, ებრძოლონ ეკონომიკასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას იმისთვის, რომ მძიმე ფონი შექმნან, რათა როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. ეს არის მათი ამოცანა და ჩვენ საზოგადოებას ისეთ საარჩევნო სისტემას ვთავაზობთ, რომელიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტია“, - აღნიშნავს დეპუტატი.

 

სესიაშვილი მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მოქმედება ლეგიტიმური იყო, რადგან პოლიტიკური ძალების მოწოდების შესაბამისად ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

 

„ამ შემთხვევაში პოლიცია ვალდებული იყო, ემოქმედა. სამწუხაროდ, ცალკეული პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მათ შორის დანაშაულებს, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისა და სურვილების გამო შედგა, რაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ფილიალების მხრიდან მოდის“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი