logo_geo
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა
- +

18 ივლისი. 2019. 19:49

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოაწერა ხელი.

 

შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მაისის შემდეგ კი, როცა თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

 

ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში – „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.

 

 

big_banner
არქივი