გერმანიის საგარეო საქმეთა მინიტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
სერგეი ლავროვიმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ აქამდე არაფერი სმენია:
"ამის შესახებ არ მსმენია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებს ეხება, უნდა გადაწყდეს ამ უფლების საფუძველზე... მოსკოვს სურს ქართველ ერთან მეგობრობა", - აღნიშნა ლავროვმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.