logo_geo
აკაკი ზოიძე: სამივე საქმე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებები გამოიტანა, სააკაშვილის რეჟიმის კარგი მახასიათებელია
- +

19 ივლისი. 2019. 18:43

 

 

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დაადგინა წამების ფაქტი, სიცოცხლისა და საკუთრების უფლების შეზღუდვა. სამივე საქმე კარგი მახასიათებელია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის, რომლის დღევანდელი წარმომადგენლები დემოკრატიისა და მებრძოლის მანტიაში არიან ჩაცმული, რაც დიდი ცინიზმი და ირონიაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, რომელიც ვაზაგაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

დეპუტატის თქმით, ევროსასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ცხრაწლიანი ბრძოლის შედეგი, როცა საბოლოო ჯამში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა ვაზაგაშვილის შემთხვევაში.

 

„ეს მეტყველებს იმ დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობაზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას გაურბის, არამედ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ ქართველი ხალხის წინაშე, რომ სისტემური დანაშაულისა და რეჟიმის შექმნას უწყობდნენ ხელს “, - განაცხადა ზოიძემ.

 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

 

ასევე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი და საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა.

 

ამასთან, გუშინ გახდა ცნობილი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

 

 

big_banner
არქივი