logo_geo
კახა კალაძე: „რუსთავი 2“-ს ჰყავს ახალი მეპატრონე და თავად გაერკვევიან, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ჟურნალისტებსა და მეპატრონეს შორის
- +

19 ივლისი. 2019. 22:32

 

 

“არ მინდა, შევიდე მათ მოლაპარაკებებში, ეს არის კერძო საკუთრება, შეიცვალა მესაკუთრე სასამართლოს გადაწყვეტილებით”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

ტელეკომპანიას ჰყავს ახალი მეპატრონე და თავად გაერკვევიან ერთმანეთში, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა ჟურნალისტებსა და მეპატრონეს შორის, დირექტორს შორის და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ თბილისის მერის მოსაზრებით, უნდა დარჩეს თუ არა არხი კრიტიკული.

 

დღეს საქართველოში აზრის გამოხატვა პრობლემას არ წარმოადგენს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ქვეყანაში მედიაპლურალიზმი, არის მისასალმებელი. ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას რაც შეეხება, ესეც თავად დამფუძნებლისა და ჟურნალისტების გადასაწყვეტია. მივესალმები იმას, რომ ქვეყანაში იყოს კრიტიკული ტელევიზიები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამოვიდეთ და დედა ვაგინოთ ერთმანეთს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. რაც შეეხება კრიტიკას და ჯანსაღ ოპონირებას, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და მხოლოდ და მხოლოდ წაადგება დემოკრატიული ინსტიტუტების წინსვლას, მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს ხელისუფლებას, უფრო მეტი ყურადღება იქნება, მეტი მოტივაცია იქნება, მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი